შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

18:17, 07.05.2019

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს ლევან იზორიამ და როს უილსონმა.

შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს რომ, ვაშინგტონს თბილისთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერი და წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ამერიკელმა დიპლომატმა თავდაცვის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

მსგავსი