„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის/ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს კანონპროექტი გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.