შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებთან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის/ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს კანონპროექტი გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უნივერსიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც უმრავლესობა გაითვალისწინებს. მისივე თქმით, ჩანაწერის მერვე პუნქტში სიტყვა „მინიშნება” შეიცვლება „ინფორმაციით”, რათა ვინმემ “სპეკულაცია არ მოახერხოს”.