შეხვედრა სტუდენტებთან

12:27, 28.07.2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართა. ისაუბრეს საზღვაო განათლების განვითარების, აკადემიის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საზღვაო აკადემია რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრი და სავიზიტო ბარათია. პროგრამის ფარგლებში, აკადემიის 30 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდა. აჭარის მთავრობა მომავალშიც გეგმავს ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

მსგავსი