შეხვედრა სტუდენტებთან
დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტში არსებულმა სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების კურსმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს უმასპინძლა. ის სტუდენტებს, მათივე და კურსის ხელმძღვანელის, დავით კაკულიას ინიციატივით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეპიზოდებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოდორის ხეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 1993 წლიდან დღემდე. ლექცია მოიცავდა კონფლიქტის პრეისტორიის, მიმდინარეობისა და შედეგების ანალიზს.