ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი რუსთავის მერთან ერთად, სტუდენტებს შეხვდა. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი მიქანაძემ საზაფხულო ბანაკების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეებს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
ღონისძიება სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობასაც მოიცავდა, მათ შორის, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, გათამაშებებს, ფოტოზონას და სხვა. სპეციალური სტუმრები იყვნენ: რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და კანადელი ახალგაზრდა ლიდერი ჯეიდენ ბრეივსი. დასასრულს ახალგაზრდების წინაშე ამერიკელი არტისტი Jus Ed წარდგა.