აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან ერთად, სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეროვნულ გალერეაში, ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა.
სტუდენტები საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ შარვაშიძეების საგვარეულოს სამი გამორჩეული წარმომადგენლის ცხოვრებას, შემოქმედებასა და უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ. გამოფენა „ალექსანდრე შარვაშიძე – რეტროსპექტივა“ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პროექტის, „კულტურა გვაერთიანებს“ ფარგლებში მოეწყო.