შეხვედრა სტუდენტებთან

15:25, 24.11.2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ.

განხილვის მთავარი თემა საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის პირობები იყო. როგორც ცნობილია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. საუბარია პირველიდან 12 თვემდე პერიოდზე, რომელიც მათ სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული ცვლილება ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

 

მსგავსი