შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შევსებული კითხვარი, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი და პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში – ეს საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრაზე განიხილა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ასოცირებული ტრიოს მიმართ პოზიტიური, მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ამ გზით სამივე ქვეყნის მიმართ გამოხატოს სოლიდარობა. ევროპის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა, მათ შორის უკრაინელმა სტუდენტებმა შალვა პაპუაშვილს კითხვები უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე დაუსვეს.