შეხვედრა სტუდენტებთან

პოლიტიკოსებმა ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთ პანელში ზურა ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი და თამარ კორძაია ახალგაზრდების კითხვებს პასუხობდნენ. ძირითადი კითხვები პარტიულ პრიორიტეტებს შეეხებოდა, მათ შორის ეკონომიკურ მიმართულებას, ნარკოპოლიტიკას და გენდერულ საკითხებს. ორგანიზაციაში „სტუდენტები  თავისუფლებისთვის“, პოლიტიკით დაინტერესებული ასეულობით ახალგაზრდაა გაერთიანებული, რომლებიც ტრიბუნას პოლიტიკოსებს ყოველწლიურად უთმობენ.