შეხვედრა სპორტსმენებთან
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვა. სტიპენდია ჯამში 19 სპორტსმენს გადაეცა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შედეგებით გამოიჩინეს თავი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში.