საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
ქართველი მრბოლელები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პრესტიჟულ ტურნირზე ისტორიაში პირველად ასპარეზობენ. ვალენსიის ეტაპის მეორე რაუნდში დავით ქაჯაია „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებული გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „მასტერთა თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა. ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას „ევრონასკარის“ დარჩენილ ეტაპზეც მიიღებენ. მათ ამ სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში, კრემონას ავტოდრომზე, 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.