ეკონომიკის მინისტრმა სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით. მხარეებმა განიხილეს რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება.
ბიზნესის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლებიც მათ საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ ამ გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.