შეხვედრა სომხეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან

15:17, 21.08.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. სომხეთის დელეგაცია დაზვერვის სააგენტოს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მსგავსი