შეხვედრა სოფელ მურყმელში

რეგიონის პრობლემებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სვანური კოშკების საკითხზე მსჯელობენ სოფელ მურყმელში.

მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მისი მოადგილე და მესტიის მერი ხვდებიან. უშგულის თემის მცხოვრებლები ზვავამრიდის დამონტაჟებას ითხოვენ. ასევე განხილვის თემაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სვანური კოშკებისა და მაჩუბების გადარჩენა, რომელიც ნგრევის პირასაა.

შეხვედრა ამ წუთებში სოფელ ჩაჟაშში გრძელდება.