შეხვედრა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. გენერალ დანიელ ზმეკოს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილიც შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა გენერალ დანიელ ზმეკოს წვლილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში. სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, დელეგაციის წევრებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.