შეხვედრა სკოლების რეაბილიტაციის საკითხებზე
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით, უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მონაწილეობდნენ. სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს და პრობლემების გადაჭრის მიზნით, რეკომენდაციები შეიმუშავეს.