შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე
პარლამენტში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების საკითხზე, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინიციატორი დეპუტატი ეკა სეფაშვილი იყო. შეხვედრაზე იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომლის მიზანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაა, რამაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრა უნდა უზრუნველყოს. ასევე, ინიციატივა ბაგა-ბაღების აღსაზრდელებში ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ითვალისწინებს.