შეხვედრა შსს-ში და საპატრიარქოს პოზიცია

ამ დრომდე უცნობია, ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდის“ მსვლელობა. ვერის ბაღში გაკეთებული რეზონანსული განცხადებების შემდეგ უსაფრთხოების ზომებზე და საკუთარ გეგმებზე სასაუბროდ ლგბტქ თემის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველიც, რომელიც ამბობს, რომ მაღალი რისკის გათვალისწინებით უწყებამ შეხვედრის მონაწილეებს მსვლელობის გამართვისგან თავის შეკავება სთხოვა. თავად „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვეს. შიდა კონსულტაციების შემდეგ ისინი სამოქმედო გეგმას წერილობითი ფორმით გაავრცელებენ. მანამდე კი კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს საპატრიარქო, რომელიც ძალადობისკენ მოწოდებას ცალსახად ემიჯნება, თუმცა ლგბტ თემის მიერ დაგეგმილი აქციით მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებზეც მიუთითებს.

 

დატოვე კომენტარი