შეხვედრა შშმ პირებთან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე რეგულაციები მკაცრდება.

კანონპროექტში შეტანილი ცვლილება ჯარიმების ოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს. ამჟამად თუ კომპანია სტანდარტებს დაარღვევს და შენობა არ იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული, სანქცია 300-დან ხუთას ლარამდეა.

ცვლილების თანახმად, ჯარიმა 500-დან 30 ათას ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, იცვლება ზედამხედველი ორგანო.

იცავს თუ არა სამშენებლო კომპანია სტანდარტს, ამას მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.

ამჟამად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.