შეხვედრა შს მინისტრთან

15:15, 10.10.2018

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.

მამუკა ნაცვლიშვილის განცხადებით, მინისტრი მას სიტუაციის პირადად შესწავლას დაპირდა. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა ამ დრომდე საპატრულო პოლიციის რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ რომ, 20 წლის ანა ნაცვლიშვილი თემქაზე  22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი