საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა შსს მინისტრი. მხარეებმა საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება მიგრაციის მართვის და თავშესაფრის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.