შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან
შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია. სულხან თამაზაშვილი დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა. ასევე, ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გუდაურის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო.