შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე სამხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროფკავშირები, მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო თანამშრომლების ნაწილისთვის შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებზე, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

პროფკავშირების თავმჯდომარის, ნინო ზაუტაშვილის შეფასებით, ეს პირველი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა იყო. მისი თქმით, მაუწყებლიდან თანამშრომლების დათხოვნა შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის დასრულებამდე შეჩერდება.