შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში  

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე მენეჯმენტი პროფკავშირებსა და იმ თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, ვისაც ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზეს.

მენეჯმენტის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალი სეზონის ეფექტიანად წარმართვის მიზნით მიიღეს. თანამშრომლების ნაწილი კი შეცვლილი კონტრაქტით, გამოძახების შემთხვევაში, გადასაღები დღეების ოდენობის მიხედვით მიიღებს ანაზღაურებას.

წინადადება თანამშრომლებისა და პროფკავშირებისთვის მიუღებელია. მათი თქმით, ეს სამსახურიდან გათავისუფლების ტოლფასია. ასევე მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა იმ თანამშრომლების შერჩევა, ვისაც ცვლილება ეხება. პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ საკითხი სასამართლო განხილვის საგანი გახდება. მაუწყებლის თავმჯდომარემ კი თანამდებობა უნდა დატოვოს.