შეხვედრა საუდის არაბეთში

დღეს მსოფლიო ყურადღების ცენტრშია საუდის არაბეთი, სადაც ქალაქ ჯიდაში უკრაინული და ამერიკული დელეგაციები შეხვედრას გამართავენ. 28 თებერვალს თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა ქვეყნის დელეგაციებს შორის. არის მოლოდინი, რომ ამჯერად იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გაფორმდება, თუმცა, რა დრო დასჭირდება შეთანხმების მიღწევას, ეს ჯერ უცნობია. უკრაინული მხრიდან დელეგაციის წევრები იქნებიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ანდრეი სიბიგა და რუსტემ უმეროვი. შეერთებული შტატების დელეგაციის წევრთა შორის კი სახელმწიფო მდივნის გარდა, სავარაუდოდ, იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. საუდის არაბეთში იმყოფება ვოლოდიმირ ზელენსკიც. თუმცა, როგორც ცნობილია, ის დელეგაციების შეხვედრას არ დაესწრება.