შეხვედრა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან

18:50, 21.10.2026

კომუნიკაციების კომისია და კომპლექსური კვლევის ექსპერტები სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შეხვდნენ. მონაწილეებს ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში ერთ-ერთი ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი შედეგები, რომელთა მიხედვითაც, იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარი, ეფექტიანად კონკურენტული არ არის. აღნიშნული მომსახურებებით ძირითადად სარგებლობენ ბიზნესკომპანიები და საჯარო დაწესებულებები. გაანალიზდა მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ კავშირის მომსახურებებზე დაშვების საბითუმო ბაზარიც.

მსგავსი