შეხვედრა სასკოლო სახელმძღვანელოების სპეციალისტებთან
განათლების მინისტრის მოადგილე სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩართულ სპეციალისტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი, ამ პროცესის შეფასება, გამოცდილების გაანალიზება და სხვა საკითხების განხილვა იყო. თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესის შეფასება და გაანალიზება ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას უზრუნველყოფს, პროცესში ჩართული სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა კი ხელს შეუწყობს სასკოლო სახელმძღვანელოების კიდევ უფრო დახვეწასა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისი რესურსების შექმნას. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩართული ავტორები, ილუსტრატორები, კარტოგრაფები, დამკაბადონებლები, სამეცნიერო რეცენზენტები, ფსიქოლოგ-მეთოდისტები, რედაქტორები, ასევე სამინისტროს წარმომადგენლები.