შეფერხებული და პრობლემური სასკოლო პროექტების დასრულებაზე მუშაობას აგრძელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა 70-ზე მეტი სკოლის დირექტორებსა და მშობლებს მიმდინარე სამუშაოებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამ ეტაპზე, 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები 77 ობიექტზე მიმდინარეობს, მათ შორის 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება ხდება. პარალელურად, ფონდი დამატებით 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და 45 სკოლის დაგეგმარებაზე მუშაობს.