შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან

18:21, 17.06.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს და პანდემიას.

მდინარაძე ასევე ადასტურებს, რომ საუბრისას მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი გუნდის პოზიციაც დააფიქსირა.

მსგავსი