შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ და საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ დღეს საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლეს. საუბარი შეეხო არხის განვითარების სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებს. დიეგო კოლასმა დაათვალიერა საქართველოს პირველი არხის შენობა, სტუდიები და მუშაობის პროცესს გაეცნო.