შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების ელჩთან

საზოგადოებრივი მაუწყებელი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დისკუსია ამჯერად ნიდერლანდების ელჩთან შედგა. განიხილეს სატელევიზიო სივრცეში არსებული ეთიკის სტანდარტები და ნორმები. ყურადღება გამახვილდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებულობის საკითხებზე. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.