შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის ელჩთან

გრძელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან. ამჯერად მაუწყებელს ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ესტუმრა. შეხვედრაზე, დიპლომატს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი საკითხების, გამოწვევებისა თუ მიღწევების შესახებ, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას.