შეხვედრა საქართველოში ისრაელის ელჩთან

საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი საქართველოს პირველ არხს ესტუმრა.

ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესა და მის პირველ მოადგილეს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე რეფორმას.

ისრაელის ელჩი ტელეკომპანიის მუშაობის სტრატეგიით დაინტერესდა.