შეხვედრა საქართველოში გერმანიის ელჩთან

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები განიხილეს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მოსამართლეთა დანიშვნის წესზე და მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გერმანიაში დასაქმებული ქართველების სამუშაო პირობებზეც. ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა პირადად დაინტერესდეს ქართველების სამუშაო პირობებით.