პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა. საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.
ხაზგასმით აღინიშნა, მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.