საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს, იერლან კოშანოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სწრაფი ტემპით იზრდება. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით გაამახვილა. მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე ერლან კოშანოვს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.