შეხვედრა საპატრიარქოში  

პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ დაპისირპირებაზე ისაუბრეს ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში.

ხეობიდან ჩამოსული ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები, საკუთარი ინიციატივით, პატრიარქს შეხვდნენ. მათ ილია მეორეს შუამდგომლობა სთხოვეს საგამოძიებო უწყებებთან, რომ 10 დღის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები შეწყდეს.

შეხვედრის მონაწილეები დღეს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მსჯელობდნენ, თუ სად არის შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი.

გიორგი კობრიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.