შეხვედრა საპატრიარქოში

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.

სარალიძე საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად მივიდა.

მანამდე ზაზა სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ღვთისმსახურება ილია მეორემ აღავლინა. ზიარების შემდეგ კი, პატრიარქმა სარალიძე და მისი მეუღლე საპატრიარქოში საკუთარი ავტომობილით წაიყვანა.

დატოვე კომენტარი