შეხვედრა საპატრიარქოში

18:32, 20.04.2026

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. შეხვედრა გაიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან. სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. ისაუბრეს უწმინდესის ღვაწლსა და უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე. მხარეებმა ქრისტიანულ ფასეულობებზე, ასამბლეის მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოში სამუშაო ვიზიტზე გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში ასამბლეის მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ  მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს. მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები და ხატები გადასცა.

მსგავსი