საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქრისტიანული პარალელები ლიტერატურაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში“– ამ სახელწოდების კონკურსში გამარჯვებულებიც გამოავლინეს. ფულადი ჯილდო გადაეცათ ღირებულებითი განათლების კლუბებს. აღნიშნული თანხით კლუბი სოციალურ პროექტს განახორციელებს.