შეხვედრა სამშენებლო და პროფესიული განათლების სექტორთან

15:15, 08.07.2026

სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და ამ პრობლემის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დისკუსია ინფრასტრუქტურის მინისტრს, სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლებს შორის შედგა. ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. აქცენტი გაკეთდა სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის თანამშრომლობაზე. ითქვა, რომ სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

მსგავსი