შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ  კონსულტაციებს, საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამოქალაქო სექტორთან აჯამებს. გაფართოებული შეხვედრა ამ წუთებში იწყება.

პრეზიდენტის მრჩევლებმა, კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. ისინი შეხვდნენ აკადემიურ წრეებსა და „ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს.