შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

12:29, 14.08.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები, მიმდინარე პროგრამების შესრულების დინამიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს; ასევე, იმსჯელეს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში არსებული ეპიდემიური ვითარების კონტროლი და ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც, შესაბამის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. დინამიკურად იზრდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პარალელურად, გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც – რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ სამი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა სრულდება, ასევე დაგეგმილია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ახალი კლინიკის მშენებლობა.

მსგავსი