შეხვედრა საკრებულოში

„ქალები ბრძოლის გზებზე – განსხვავებული პროფესიები თანასწორობისთვის“, – ამ სახელწოდებით, თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის დარბაზში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე ქალები და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში მომუშავე ქალი მძღოლი იმყოფებოდნენ. ერთმანეთს მათ საკუთარი ისტორიები და გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გაიმართა.