შეხვედრა სახალხო დამცველთან

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდა.

მთავარი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი და ის საკანონმდებლო წინადადება იყო, რომელიც ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოამზადეს. წინადადების ინიციატორებმა, ნინო ლომჯარიას პროცესში აქტიურად ჩართვა შესთავაზეს. დოკუმენტის მიხედვით, უნდა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს, სარეკომენდაციო მოსაზრებას მოამზადებს. არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად, აღნიშნულ საბჭოში, სახალხო დამცველსაც უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი.