შეხვედრა სახალხო დამცველთან
მზია ამაღლობელის კოლეგები, „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და ნინო ზურიაშვილი სახალხო დამცველს შეხვდნენ. მათ ლევან იოსელიანს პენიტენციურ დაწესებულებასთან შუამდგომლობა სთხოვეს – რათა გაიგონ თუ როგორია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეხვედრის შემდეგ აუდიენციის დეტალებსა და მზია ამაღლობელის საქმეზე სახალხო დამცველმა ისაუბრა. „მოამბესთან“ ინტერვიუში იოსელიანი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად ჰქონდეთ, როგორც კოლეგებს, ისე უფლებადამცველებს. სახალხო დამცველის განმარტებით – მისი აპარატი სრულ მზაობას აცხადებს, მისივე მანდატის ფარგლებში, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხები ამომწურავად იქნეს გაცემული.