შეხვედრა სახალხო დამცველთან

საპარლამენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების საკითხები განიხილეს ცესკო-ს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა.

თამარ ჟვანიამ ნინო ლომჯარიას არჩევნების დღისთვის მიღებული უსაფრთხოების რეგულაციები გააცნო. ახალი დადგენილების მიხედვით, კორონავირუსის გამო, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ და მათ ამაში საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან.

დატოვე კომენტარი