დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით, კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს პროფესიულ კოლეჯებთან ერთად. შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული პროგრამების შემუშავებაზე და რეგიონებში არსებული კოლეჯების გააქტიურებაზე.