შეხვედრა საია-თან

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, ვისაც რამდენიმე დღის წინ შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვალა შესთავაზეს.

მაუწყებელში დასაქმებულების ნაწილი აცხადებს, რომ მენეჯმენტისგან მიიღეს შეთავაზება, გადავიდნენ საათობრივ ანაზღაურებაზე, თუმცა კონკრეტული განმარტების გარეშე თუ რამდენი საათით მოხდება, ან მოხდება თუ არა საერთოდ მათი გამოძახება, რაც მათთვის მისაღები არ არის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ მაუწყებელს შრომითი ხელშეკრულების შეცვლის უფლება ჰქონდა, თუმცა ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს შეთავაზებაზე ხელის მოწერის ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ. უარის შემთხვევაში მაუწყებელი იტოვებს უფლებას მათ კომპენსაციის გადახდით შეუწყვიტოს ხელშეკრულება.